იტვირთება ❤ ...

რა შემთხვევაში გაგრძელდება სკოლებში სწავლა - გამყრელის განცხადება

რა შემთხვევაში გაგრძელდება სკოლებში სწავლა - გამყრელის განცხადება
Image credit: Twitter.Ge

მეხუთე ტალღის ყველა მონაცემი გვაქვს, უარესდება სიტუაცია. დელტა შტამი ძალიან ვერაგი აღმოჩნდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის, რომ დღეს კორონავირუსის შემთხვევების ნაკლები რაოდენობაა, განპირობებულია იმით, რომ კვირას მიმართვიანობა ნაკლებია და ნაკლები რაოდენობის ტესტი ტარდება.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დასწრებითი სწავლა ისევ არ შეწყდეს, რისთვის ვაქცინაციის ტემპის გააქტიურებაა საჭირო.

„შემთხვევების რაოდენობა ბოლო კვირის განმავლობაში 4-5 ათასის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება ვაქცინაციას, მე მომხრე ვარ სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების, ეს პირადად ჩემი მოსაზრებაა. პირველ რიგში სამედიცინო პერსონალმა და მასწავლებლებმა უნდა ვაჩვენოთ მაგალითი, რადგან სწავლა მთავარია და თუ ყველა ავიცრებით, მაშინ დასწრებით სწავლაარ შეჩერდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

twitter.ge