იტვირთება ❤ ...

სასამართლომ ''ენმ''-ს მხარდამჭერების დაჭრაში ბრალდებული დაუთაშვილი, პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ''ენმ''-ს მხარდამჭერების დაჭრაში ბრალდებული დაუთაშვილი, პატიმრობაში დატოვა
Image credit: Twitter.Ge

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დმანისში მომხდარ ინციდენტში ბრალდებული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი, დავით დაუთაშვილი პატიმრობაში დატოვა.

სასამართლოზე ბრალდებულმა აღიარა, რომ ენმ-ს მხარდამჭერების დაჭრა მისი დანით მოხდა, თუმცა თქვა რომ ეს პოლიტიკური მოტივით არ მომხდარა.

დაცვის მხარე ამბობს, რომ დაუთაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა თქვა, რომ ოპოზიციამ სწორედ ეს გამოიყენა და პროვოკაცია მოაწყო.

 

twitter.ge