იტვირთება ❤ ...

11 თვის შემდეგ პირველად, ტოკიოში კოვიდშეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება

11 თვის შემდეგ პირველად, ტოკიოში კოვიდშეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება
Image credit: Twitter.Ge

პირველად დაახლოებით 11 თვის განმავლობაში, ტოკიოს ადმინისტრაციამ იაპონიის დედაქალაქში კვების ობიექტებზე კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა გააუქმა. 

დღეიდან რესტორნებსა და ბარებს, რომლებმაც მიიღეს სერტიფიკატი, რომ ინფექციის წინააღმდეგ ყველა ზომა უზრუნველყოფილია, სამუშაო საათების შემცირება და საღამოს 8 საათზე ალკოჰოლის გაყიდვის შეწყვეტა აღარ მოეთხოვებათ.

სერტიფიცირებული დაწესებულებები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან.

ხელისუფლება ასევე მოუწოდებს რესტორნის მფლობელებს, შეზღუდონ ერთ მაგიდასთან მყოფი ადამიანების რაოდენობა ოთხამდე და, უფრო დიდი ჯგუფების შემთხვევაში, ვაქცინაციის მტკიცებულება შეამოწმონ.

twitter.ge