იტვირთება ❤ ...

სავალდებულო ვაქცინაცია არ იქნება

სავალდებულო ვაქცინაცია არ იქნება
Image credit: Twitter.Ge

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის, როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრი და საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს. ღარიბაშვილის მტკიცებით, პირადად მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში ვაქცინები დროულად შემოეტანა და სულ რაღაც 3 თვეში სახელმწიფომ 2 მილიონამდე ადამიანის აცრა შეძლო.

"მე მინდა ცალსახად ვთქვა, მე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერმინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას, მე მინდა ეს ყველამ კარგად იცოდეს. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩამომეტანა დროულად საკმარისზე მეტი ვაქცინა, მილიონზე მეტი ვაქცინა ჩამოვიტანე და პირადად ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკების პროცესში და ყველანაირი ვაქცინა ჩამოვიტანეთ საქართველოში", აღნიშნა ღარიბაშვილმა.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ანტივაქსერული კამპანია ყველგან, მათ შორის ამერიკაშიც და ევროპულ ქვეყნებშიც არის. მისივე თქმით, ადამიანები არა დეზინფორმაციას, არამედ მეცნიერებას უნდა ენდონ.

twitter.ge