იტვირთება ❤ ...

კლინიკა გადავსებულია... ყველა ჟანგბადდამოკიდებულია - ლია გოლიაძე

კლინიკა გადავსებულია... ყველა ჟანგბადდამოკიდებულია - ლია გოლიაძე
Image credit: Twitter.Ge

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლია გოლიძე ამბობს, რომ მათ კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებს შორის საშუალო სიმძიმის პაციენტები არ არიან და ყველა მათგანი ჟანგბადდამოკიდებულია. 

მისი ინფორმაციით, ამჯამად კლინიკაში თავისუფალი ადგილები არ არის. გოლიაძის პროგნოზით, დადგება ეტაპი, როცა კლინიკაში საწოლების საკმარისი რაოდენობა აღარ იქნება.

"ჩვენი კლინიკა არის აბსოლუტურად გადატვირთული, არც დიდის ადგილი გვაქვს, არც ბავშვის. ზოგადად, მდგომარეობა ჩვენთვის არის ძალიან მძიმე. პაციენტებზე, რომლებიც არიან კლინიკაში, არცერთზე არ შემიძლია ვთქვა, რომ არის საშუალო სიმძიმის - ყველა არის ჟანგბადდამოკიდებული.

დადგება ის დრო, რომ საწოლებიც აღარ გვეყოფა, რაც მეტია ინფიცირების რაოდენობა, მით მეტია მძიმე პაციენტების რაოდენობა," - აცხადებს ლია გოლიაძე.

საქართველოში კორონავირუსის 1942 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 46 ადამიანი.

twitter.ge