იტვირთება ❤ ...

გრიპის ერთი შტამი მთლიანად გაქრა

გრიპის ერთი შტამი მთლიანად გაქრა
Image credit: Twitter.Ge

ავსტრალიელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ 4 შტამიდან ერთ-ერთი, რომელიც გრიპის საწინააღმდეგო ყოველწლიურ ვაქცინაციაშია გათვალისწინებული, COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ მთლიანად გაქრა.

კვლევაში, რომელსაც მელბურნის უნივერსიტეტის სამეცნიერო თანამშრომელი მარიოს კუცაკოსი ხელმძღვანელობდა, აღნიშნულია, რომ 2020 წლის მარტიდან გრიპის B/Yamagata-ს არც ერთი შტამი არ გამოვლენილა. მისი თქმით, 2019-2020 გრიპის სეზონის ლიკვიდაცია კორონავირუსით გამოწვეული "ლოქდაუნის" დახმარებით მოხდა.

მეცნიერების თქმით, B/Yamagata გრიპის სხვა შტამებზე უფრო ნაკლებად გადამდები იყო. ეს შტამი ისე ენერგიულად არ ვითარდებოდა, როგორც სხვები. ვაქცინების მწარმოებლებს B/Yamagata-ს კომპონენტი 2015 წლიდან არ შეუცვლია.

"ამ ფაქტორებმა, COVID-19-ის პანდემიის პირობებთან ერთად, სავარაუდოდ, B/Yamagata-ს გლობალური ცირკულაციის ძლიერ ჩახშობას შეუწყო ხელი, რის შედეგად ეს ხაზი, პოტენციურად, გაქრა",- აღნიშნულია კვლევაში. 

twitter.ge