იტვირთება ❤ ...

ალიევმა და ერდოღანმა ფიზულის აეროპორტი გახსნეს

ალიევმა და ერდოღანმა ფიზულის აეროპორტი გახსნეს
Image credit: Twitter.Ge

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და თურქეთის სახელმწიფო მეთაურმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფიზულის საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს.

აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ყარაბაღში პირველი საჰაერო სადგურის გახსნის აღსანიშნავად წითელი ლენტი გაჭრეს.

აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) პრეზიდენტმა, ჯახანგირ ასკეროვმა ორი ქვეყნის ლიდერს ყარაბაღის საჰაერო კარიბჭის სიმბოლური გასაღებები გადასცა.

14 იანვარს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საფუძველი ჩაუყარა ფიზულის საერთაშორისო აეროპორტს. აეროპორტის ასაფრენი ბილიკი 3000 მეტრი სიგრძისა და 45 მეტრი სიგანისაა. აეროპორტს, რომლის წინსაფარი 60 ათასი კვადრატული მეტრია, აქვს პარკინგი სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავებისთვის. ტრასის ფართობი 6500 კვადრატული მეტრია, მისასვლელი გზა კი 5000 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

twitter.ge