იტვირთება ❤ ...

მთებში დაკარგული ტურისტი 24 საათი აიგნორებდა მაშველების სატელეფონო ზარებს

მთებში დაკარგული ტურისტი 24 საათი აიგნორებდა მაშველების სატელეფონო ზარებს
Image credit: Twitter.Ge

კოლორადოს შტატში ტურისტს გზა აებნა ელბერტის მთაზე ექსპედიციის დროს, მთებში დაკარგული ტურისტი 24 საათის განმავლობაში აიგნორებდა მაშველების სატელეფონო ზარებს. მაშველები ტურისტს უცხო ნომრიდან ურეკავდნენ. გარკვეული დროის შემდეგ მასზე ძებნა გამოცხადდა, სამაშველო ბრიგადები დაკარგულ ტურისტს დიდხანს ვერ პოულობდნენ. ისინი შეეცადნენ დაერეკათ მობილურზე მისთვის, მაგრამ ეს მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდა.

მეორე დღეს მათ განაცხადეს, რომ ტურისტი იპოვეს. მან დამოუკიდებლად იპოვა გზა. როგორც შემდეგ თვითონ თქვა, ის არ პასუხობს ზარებს თუ ნომერს არ სცნობს.

twitter.ge