იტვირთება ❤ ...

კახა კუჭავამ დეპუტატებისთვის, მესამე პრეზიდენტის საპატიმროში მოსანახულებლად, თანხმობა გააუქმა

კახა კუჭავამ დეპუტატებისთვის, მესამე პრეზიდენტის საპატიმროში მოსანახულებლად, თანხმობა გააუქმა
Image credit: Twitter.Ge

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ დეპუტატებისთვის, მესამე პრეზიდენტის საპატიმროში მოსანახულებლად, თანხმობა გააუქმა. პარლამენტის დეპუტატებს კონკრეტულ სასჯელაღსრულების შესვლისთვის პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობა სჭირდებათ.

"პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა კუჭავამ დღეს დახურა ყველა შემოსვლელისთვის თანხმობა, ანუ გააუქმა თანხმობა და პარლამენტის წევრები, ვისაც უნდა მიხეილ სააკაშვილთან შემოსვლა და ამის კონსტიტუციური უფლება აქვს, ვეღარ შემოდიან. ესეც თქვენი ევროპელი კუჭავა ევროპული დროშის აწევით, ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

twitter.ge