იტვირთება ❤ ...

საქართველოს პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
Image credit: Twitter.Ge

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ვდგავარ იმ ადამიანებისა და ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ.

თანავუგრძნობ მათ და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში.

მადლობა თითოეულ მაშველს ამ თავდადებული და დაუღალავი შრომისთვის.

ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის, და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება," - აცხადებს პრეზიდენტი.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე უკვე 13 საათზე მეტია მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. 

მაშველებმა ნანგრევებიდან უკვე 2 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. ერთი ასაკოვანი ქალი კი გარდაცვლილი იპოვეს.

twitter.ge