იტვირთება ❤ ...

გლოვა ბათუმში - დაღუპულ ბავშვებს თანაკლასელებიც გლოვობენ.

გლოვა ბათუმში - დაღუპულ ბავშვებს თანაკლასელებიც გლოვობენ.
Image credit: Twitter.Ge

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევიდან მესამე დღეს, დაღუპული ბავშვების კლასელები და მეგობრები ნანგრევებთან მივიდნენ. მათ გლოვის კუთხესთან ყვავილები და სანთლები მიიტანეს.

დილიდან არ წყდება მოქალაქეების მისვლა 26 მაისის 13 ნომერთან. ისინი გარდაცვლილთა ხსოვნას მიაგებენ პატივს.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო გუშინწინ მთლიანად ჩამოინგრა.

შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 9 ადამიანი. ერთი მამაკაცი საავადმყოფოშია.

თავისმხრივ, შსს-მ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე 3 ადამიანი დააკავა.

11 ოქტომბერი კი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ყველაფერი საინტერესო ხდება აქ !

twitter.ge