იტვირთება ❤ ...

მეცნიერები ზურგის ტვინის შესწავლას რობოტზე დაკვირვებით გეგმავენ

მეცნიერები ზურგის ტვინის შესწავლას რობოტზე დაკვირვებით გეგმავენ
Image credit: Twitter.Ge

კოლუმბიურმა კომპანიამ KM-RoBoTa-მა მოცურავე რობოტი - AgnathaX შეიმუშავა. ამის შესახებ გამოცემა CNet წერს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისა და შვეიცარიის ლოზანის  ტექნიკური ტექნოლოგიური ინსტიტუტის დოქტორანტის, კამილო მელოს განცხადებით, რობოტი მინოგის სახელწოდებით ცნობილი თევზის ზურგის ტვინისა და პერიფერიული ნერვული სისტემის შესასწავლად შეიქმნა.

მან დასძინა, რომ სწორედ ამ წყლის ხერხემლიანებს შეუძლიათ ადამიანებს ბევრი რამ ასწავლონ, რადგან მათი ზურგის ტვინი და პერიფერიული ნერვული სისტემა ადამიანთა „შორეული ნათესავების“ მსგავსია. 

აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის კვლევისთვის რობოტის გამოყენებამ მეცნიერებს საშუალება მისცა შეისწავლონ ისეთი რამ, როგორიცაა ზურგის ტვინი და მისი ფუნქციონირება.

 

twitter.ge