იტვირთება ❤ ...

"უჭირს გადაადგილება, საუბარი, შეუშუპდა კიდურები" - მიხელ სააკაშვილის ადვოკატი

"უჭირს გადაადგილება, საუბარი, შეუშუპდა კიდურები" - მიხელ სააკაშვილის ადვოკატი
Image credit: Twitter.Ge

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ამის შესახებ მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. 

მისივე განცხადებით, სააკაშვილს გადაადგილებასა და მეტყველებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, ასევე დაუსივდა ფეხებიც.

ბასილაიას თქმით, მიუხედავად ყველაფრისა ექსპრეზიდენტი თავს მხნედ გრძნობს.

"ყველას უნდა გვესმოდეს, რომ უკვე შიმშილობა შედის საკმაოდ რთულ ფაზაში და ამის შედეგებს უკვე თვალნათლივ ვხედავთ. გადაადგილებასთან დაკავშირებით არის პრობლემები, ასევე  ფეხები დაუსივდა, მისი საუბრის მოტორიკა, მისი მოძრაობა, გადაადგილება მკაფიოს და ნათელს ხდის, რომ შიმშილობის ნეგატიური შედეგები სახეზეა. ამის მიუხედავად მიშა მხნედაა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ შიმშილობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უფრო მეტად გამოიწვევს და უფრო დაამძიმებს", - თქვა ბასილაიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის მე-12 დღეა ციხეში შიმშილობს. 

twitter.ge