იტვირთება ❤ ...

გამოვდივართ შეთავაზებით, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი - რუსეთი

გამოვდივართ შეთავაზებით, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი - რუსეთი
Image credit: Twitter.Ge

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსული მხარე გამოდის შეთავაზებით, "დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი მათი შემდგომი დემარკაციით“.

"ჟენევის დისკუსიების მონაწილეთა უმრავლესობის შეფასებით, სიტუაცია ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთოსურ საზღვრისპირეთში შედარებით სტაბილური რჩება. რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, რუსული მხარე გამოდის შეთავაზებით, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი მათი შემდგომი დემარკაციით. ამაში მოსკოვი აქტიურად უჭერს მხარს სოხუმსა და ცხინვალს", – აღნიშნულია განცხადებაში.

twitter.ge