იტვირთება ❤ ...

ამ დროისთვის კოვიდ სიკვდილიანობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

ამ დროისთვის კოვიდ სიკვდილიანობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
Image credit: Twitter.Ge

"კორონავირუსის ყოველკვირეული გარდაცვალების რიცხვი კვლავ მცირდება და ახლა ყველაზე დაბალი დონეა თითქმის 2 წლის განმავლობაში, თუმცა ეს მაინც მაღალი დონეა - კვირაში თითქმის 50,000 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს, რეალური რიცხვი რა თქმა უნდა უფრო მაღალია". - განაცხადა ჯანმოს დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა.

ტედროს გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ სიკვდილიანობა მცირდება ყველა კონტინენტზე, გარდა ევროპის რეგიონისა, სადაც ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსის ახალი ტალღა იწყება.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ნარჩუნდება იმ ქვეყნებში, რომლებსაც ყველაზე ნაკლები წვდომა აქვთ ვაქცინებზე.

ჯანმოს მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის 56 ქვეყანას მოსახლეობის 10 პროცენტიც კი არ ჰყავს აცრილი. ეს ქვეყნები კი ძირითადად აფრიკაში მდებარეობს.

 

twitter.ge