ქართული კლუბი "შავი ლომი" ევროპის სუპერთასის გათამაშებაში ჩაერთო და პირველ ტურში თელ-ავივის "ჰითს" "ავჭალაზე" პრემიალური ქულით - 33:10 სძლია.
პირველი ქართული ფრანჩაიზი ძირითადად, "ბორჯღალოსნებითაა" დაკომპლექტებული, მათი მეტოქე კი დიდი ხანი არაა, რაც შეიკრიბა და მათ თამაშში ეს ფაქტორი მაინც საგრძნობი იყო.
ავტორი: Admin
17 ოქტომბერი 2021
12-15 სექტემბერს საქართველოს ნაკრების სუმოისტებმა - ამირან წიქორიძემ და ბადრი ხატისკაცმა, ევროპის თასისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე, რამდენიმე დღით გორში სავარჯიშო-საწვრთნელი შეხვედრები გამართეს.
სავარჯიშო პროცესში მათთან საკონტროლო შეხევდები ჩაატარეს - ლუკა ავაზაშვილმა, ლუკა სომხიშვილმა და თაზო ბიგანაშვილმა.
ვარჯიშები, გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის დარბაზში, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ავთანდილ ცერცვაძის და შიდა ქართლში სუმოს მწვრთნელის მერაბ პაიჭაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.
ბადრი ხატისკაცი და ამირან წიქორიძე პოლონეთში ხვალ გაემგზავრებიან. 17-18 სექტემბერს ქალაქ კროტოშინში კი ჩატარდება კიდეც ევროპის თასი.
ავტორი: Admin
28 სექტემბერი 2021
გენო პეტრიაშვილის გზა ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიადისკენ.
სამგზის მსოფლიო და ორგზის ევროპის ჩემპიონი ოქროს მედლისთვის ტოკიოს
ზაფხულის XXXII ოლიმპიადაზე იბრძოლებს. გენო პეტრიაშვილის გულშემატკივრების
დიდი გუნდი ყავს, თუმცა მისი მთავარი გულშემატკივრი დედაა. სპორტსმენის დედა -
სოფიო პეტრიაშვილი “dianews”- სთან საუბარში მის ბავშვობას იხსენებს.
ავტორი: Admin
15 სექტემბერი 2021
23 ივლისს ტოკიოში ოფიციალურად გაიხსნება ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები, რომელშიც 35 ქართველი სპორტსმენი სპორტის 11 სახეობაში იასპარეზებს. ქართველი ოლიმპიელების ძირითადი ნაწილი უკვე ტოკიოშია და შეჯიბრებების დაწყებამდე ოლიმპიადისთვის მოწყობილ არენებზე ვარჯიშობს.
ავტორი: Admin
15 სექტემბერი 2021
„სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების“ ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში პარტია „ქართული ოცნების" წინააღმდეგ სოციალურ ქსელში ორგანიზებულად მოქმედებდა 20 გვერდი, ხოლო ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ 25 გვერდი. ამის შესახებ ISFED-ის სოციალური მედიის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.
ავტორი: Admin
26 სექტემბერი 2021
გენო პეტრიაშვილი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალშია.
გორელმა სპორტსმენმა ნახევარფინალში ირანელი, ამირ ჰოსეინ ზარე დაამარცხა.
ფინალური შეხვედრა ხვალ, 6 ივლისს გაიმართება.
ავტორი: Admin
14 სექტემბერი 2021